21:33 | 2020-06-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

გარიგდნენ თუ არა ჩარკვიანი და ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან – პასუხი გია ბარამიძის ბრალდებებზე

გარიგდნენ თუ არა ჩარკვიანი და ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან – პასუხი გია ბარამიძის ბრალდებებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ, დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა.

 

ბარამიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანს შორის ერთობლივად შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ გიორგიმ 2016 წელს ჯერ გარკვეული პერიოდი ჩვენთან იბრძოლა, როცა ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ ვიყავით ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან, კრიტიკულ მომენტში დაგვტოვა, ბუნებრივია, ამან მისდამი ნდობა დაგვაკარგვინა.

 

 

ჩვენ ძალიან გული დაგვწყდა, რომ ქალბატონი თაკო, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, გიორგისთან შეთანხმებით აკეთებს ამ განცხადებას და სულელი არავინ არ არის, არავინ არ იფიქრებს, რომ გიორგისთან შეთანხმებული არ იყო, პრაქტიკულად კამპანია აწარმოა ნაციონალური მოძრობის ზურგს უკან” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

 

გახარია არსად მიდის! - გამოხმაურება მმართველ გუნდში 
2020-06-03გახარია არსად მიდის! - გამოხმაურება მმართველ გუნდში 

 

„პრაიმ ტაიმი“ პარტია „კანონი და სამართალის“ წევრს თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა და გიორგი ბარამიძის ბრალდებაზე ესაუბრა.

 

– უხერხულია შეთქმულებებზე საუბარი, ჩვენთან „ძალა ერთობაშია“ და გიორგი ბარამიძემ ეს ეჭვები, სხვაგან, გარეპარტიებში მიმართოს. ახლაც შევეცდები კოლეგები დავარწმუნო იმაში, რომ გიორგი ვაშაძე კარგი კანდიდატურა იქნება პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე.

 

უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, რადგან სხვებისგანაც მხოლოდ კარგი მაქვს მასზე მოსმენილი და ჩემი მოსაზრებაც ასეთია.

 

უწყინარ ფორმატში გამოვთქვი აზრი, არც უალტერნატივობა მოუთხოვია ვინმეს, არც კენჭისყრა. საქართველოში, ბოლო 30 წელიწადი, ერთ წრეზე იმიტომ დავდივართ, რომ ჯერ სკამებზე ფიქრობენ პოლიტიკოსები და მერე აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას.

 

ნაციონალებიც რეფორმატორად თვლიან გიორგი ვაშაძეს, ორჯერ თავად სააკაშვილმა ჩათვალა რეფორმატორად.

 

 

Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას
2020-06-03Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას

 

მე უაპელაციოდ კი არ ვსაუბრობ ამ თემაზე. ჩემი არსებით ძალიან განვიცდი, ჩვენს სამშობლოში შექმნილ ალიაქოთს.

 

იმპერატიული ტონალობით საუბარი არა თუ კოლეგასთან, საერთოდ ქართული პოლიტიკიდან უნდა გავიტანოთ.

 

– გიორგი ბარამიძეს ურჩიეთ, შეთქმულების თეორიები სხვა პარტიებში ეძებოს, ვინ იგულისხმეთ?

 

– გუშინ ხომ ნახეთ ბოკერიამ რა თქვა? „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერიო, ასეთი საუბარი მიუღებელია.

 

„ძალა ერთობაშია“-ში ყველაფერი კარგად არის, ვინც თქვა ჩვენგან უნდა იყოს პრემიერმინისტრის კანდიდატიო, იქ ეძებოს შეთქმულების თეორიები.

 

თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე მუხლჩაუქრელად ვიბრძვით რომ „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნდეს, გიას ვურჩევ, გონიერი ადამიანია, გარეთ გაიხედოს და მიხვდება სად არის ძაღლის თავი დამარხული. გაფართოებულ მაგიდაზე დაასახელა კაცმა თავის აზრი და იმათ ჰკითხოს.

 

ძალიან კარგად იციან მიშას ვინც უღალატა, ვინც უღალატა ის ზის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით და ეს არის გიგა ბოკერიას გუნდი.

 

ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი
2020-06-02ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი

 

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პოზიციას გია ბარამიძის ბრალდებებზე, ის თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა.

 

– რა უნდა ვუპასუხო, გია ბარამიძე ძალიან კარგი პიროვნებაა, მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ემოციურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს და შემდეგ სხვანაირად ხედავს პროცესს.

 

– თქვენი აზრით ვისთან ჰქონდა შეთანხმებული ეს განცხადება?

 

– დამოუკიდებელი ადამიანია, ვისთან უნდა შეეთანხმებინა? ადამიანურად ვამბობ, მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, ეს კვალს ტოვებს ნებისმიერ ადამიანზე. ნაწყენი არ ვარ, როცა შევხვდები, ხელს ჩამოვართმევ და ვეტყვი, გია ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის გადაგდებაში და ვიცი თანახმა იქნება.

 

– მან საუბრისას ასევე ახსენა, რომ რეფორმები, რომლებიც თქვენ გაატარეთ ზურაბ ადეიშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელსაც არ ახსენებთ…

 

– მე პირიქით ვიტყვი, პატრულირების რეფორმა გია ბარამიძე როცა იყო შს მინისტრი მაშინ დაიწყო და მას არ ახსენებენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X