16:38 | 2021-05-13 ავტორი: Prime Time

გარიყული თუ სწორი სვლა – როგორ აფასებენ ექსპერტები სალომე სამადაშვილის „ლელოში“ გადაბარგებას

გარიყული თუ სწორი სვლა – როგორ აფასებენ ექსპერტები სალომე სამადაშვილის „ლელოში“ გადაბარგებას

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც პარტია ყოფილ წევრებთან აზრთასხვადასხვაობის გამო დატოვა, პარტია „ლელო-საქართველოსთან“ ერთად პარლამენტში ფრაქცია შექმნა.

 

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, „ლელო“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესასრულებლად იმუშავებს.

 

„იმ მიზნით, რომ ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხს აღარ აქვს დასაკარგი დრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ „ლელოს“ ფრაქცია და გავაგრძელოთ მუშაობა როგორც პარლამენტში ისე მის გარეთ, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება უკან დაიხიოს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესრულებისას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

 

 

 

ეს ფაქტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ სამადაშვილი მალე „ლელოს“ პარტიასაც შეუერთდება და როგორ უნდა შეფასდეს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრის სხვა პარტიასთან აფილირება, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ ექსპერტები საუბრობენ.

 

როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, სამადაშვილმა „ლელოსთან“ ერთად ფრაქციის შექმნით, სწორი ნაბიჯი გადადგა.

 

„რთული სათქმელია შეუერთდება თუ არა ის „ლელოს“ პარტიას. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მისთვის „ლელო“ მიუღებელი არ არის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. როცა სამადაშვილმა პარტია დატოვა, ის პარლამენტში რომელიმე ჯგუფთან აფილირებული უნდა ყოფილიყო. ის ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტი გავლენის მქონე იქნება. მან სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ფრაქციაში „ლელოს“ შეუერთდა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

 

 

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ ფრაქციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარკვეული უთახმოება ექნება.

 

„ეს ფრაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“  ურთიერთობაში უნდა აპირედეს ოპოზიციური კოორდინაციის გაგრძელებას. მას „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობაში გარკვეული უთანხმობა იქნება, მაგრამ არამგონია, ეს გადაულახავი იყოს. თვითონ ფრაქციის შემადგენლობაშიც ვერ ვხედავ განსაკუთრებლ პოზიტივს. ყველაფერი დამოკიდებულია იამზე, შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამეტში,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი პარტია „ლელო-საქართველოსთან“ ერთად ფრაქციას ქმნის.

ავტორი: Prime Time

X