
არაფერ სასწაულს არ ვამბობ, ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს და ის პროცესი, რომელიც არის, აქტივში მოიყვანოს, არის მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ მისი მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთი მესამედიდან, რომელიც არ არის სააკაშვილის მომხრე, იმ ერთ მესამედში, რომელიც მიშას მხარდამჭერია, ძალიან ბევრი გადავა. მე ისეთი ხალხი მეუბნება, თუ მიშა ჩამოვა, ქუჩაში გამოვალო, რომელიც აქტიური „ქოცები“, ერთად ვიბრძოდით მაშინ, ერთად ვიდექით. მასობრივი ხასიათი აქვს ამას“, – განაცხადა სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა: „გარწმუნებთ, ჩამოდის“.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























