
პანდემიის პირობებში, როცა ქვეყნის გარეთ გასვლა სარისკოა, ზღვისპირა ქალაქებში კი ხალხმრავლობის გამო დასვენება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ბავშვებისთვის ზღვის ისეთი ალტერნატივა უნდა მოვიფიქროთ, რომ თან გაგრილდნენ და თან სასიამოვნოდ გაატარონ ზაფხულის ცხელი დღეები.
ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი გასაბერი აუზებია. თბილმა დღეებმა გაამძაფრა წელიწადის ცხელი სეზონის მოლოდინი და საცურაო აუზების ძებნაც გააქტიურდა.
როგორი აუზი უნდა შევარჩიოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის?
ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი აუზების ასორტიმენტს წარმოგვიდგენს. არჩევანი დიდია ფერების, ზომების, ფორმების მიხედვით.
3 წლამდე პატარები შეგიძლიათ ნავების ან ცხოველების ფორმის აუზებით გაანებივროთ. ამ ასაკისთვის განკუთვნილი აუზები ხშირ შემთხვევაში ნახევრად გადახურულია, რომ პატარა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ არ მოხვდეს.
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სულ სხვანაირი აუზი სჭირდებათ. მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ დიდი სივრცე. აუზის დიდი დიამეტრი და შედარებით მაღალი მოაჯირი უნდა ჰქონდეს, რათა უკეთ ბავშვებმა შეძლონ ჭყუმპალაობა და იმის ადგილიც დარჩეს, რომ წყლის გასართობებით აუზშივე ითამაშონ.
7-11 წლის ბავშვებისთვის საუკეთესო შეთავაზებაა გასაბერი აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, შეზლონგები, ატრაქციონები, წყლის სასრიალოები. კარგად გაბერილი ბალიშები ხელს უწყობს ბავშვის უსაფრთხო ჩამოსრიალებას, საფეხურები და მოაჯირი კი აადვილებს ატრაქციონზე ასვლას. ასეთის შეძენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიკითხოთ როგორ უძლებს დატვირთვას და ჯამში რამდენი კილოგრამით დატვირთვაა დასაშვები.
12-13 წლის და უფრო დიდი ასაკის მოზარდებისთვის საჭიროა კარკასული, ასაწყობი აუზი. აუცილებელი პირობაა ასეთი ტიპის აუზს ჰქონდეს წყლის სარქველი აუზის გასასუფთავებლად და წყლის დასაცლელად, ამასთან, დამზადებული იყოს უჟანგავი ფოლადით, რომ არ დაზიანდეს და მომავალ სეზონზეც შეძლოთ გამოყენება.
სად შევიძინოთ გასაბერი აუზები?
საუკეთესო ადგილი აუზების ონლაინ შესაძენად არის ინტერნეტ მაღაზია LILOSHOP.
იმიტომ რომ,
- GE-ზე წარმოდგენილია აუზების ფართო ასორტიმენტი და შეუძლებელია, ისეთი მოთხოვნები წაუყენოთ აუზს, რომ ხსენებულ ინტერნეტ მაღაზიაში მსგავსი ვერ ნახოთ.
- ფასები ყველაზე ხელმისაწვდომია – აქ აუზის ღირებულება 40 ლარიდან იწყება და ზომის, ფორმის თუ დიზაინის მიხედვით 1500 ლარამდე ადის, კარკასული აუზების ფასები კი – 2000 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს.
- GE გადახდისთვის გთავაზობთ ყველა არსებულ მეთოდს – ბარათით გადახდა, ანგარიშზე გადარიცხვა, ხელზე, კურიერთან გადახდა და განვადება.
- თუ შენაძენი 50 ლარს გადააჭარბებს კურიერი უფასოდ მოგემსახურებათ და თბილისის მასშტაბით თქვენს მიერ ნაყიდ ნივთს სასურველ მისამართზე მოგართმევთ.
გაატარეთ ზაფხული რეგულაციების სრული დაცვით – LILOSHOP.GE კი იზრუნებს საუკეთესო ფასად შემოგთავაზოთ გასაბერი აუზები გასაგრილებლად.
(R)






















