12:01 | 2021-10-26 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

„გაშიფრულია სცენარი“: ვინ და როგორ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას

„გაშიფრულია სცენარი“: ვინ და როგორ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მხარდამჭერებში არსებობს გეგმა, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა შემდეგი არაკანონიერი გზით უნდა განხორციელდეს.

 

სააკაშვილის ქალაქის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ქვეყანაში შეიქმნება არეულობა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ციხიდან გამოსახსნელად კი „ნაცმოძრაობა“ კლინიკაში შეჭრასა და ამ გზით სააკაშვილის ციხიდან დახსნას გეგმავს, ამის ინფორმაციას „პრაიმტაიმს“პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი აწვდის.

ახლა ხვდებით რატომ უნდა აიცრათ?“ - რა ფოტოს აქვეყნებს გვანცა დარასელია 
2021-10-26ახლა ხვდებით რატომ უნდა აიცრათ?“ - რა ფოტოს აქვეყნებს გვანცა დარასელია 

 

“გაშიფრულია “ნაცმოძრაობის” ცენარი, სააკაშვილის გათავისუფლების ეს გეგმა ახლაც ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, „ნაცმოძრაობა“ დაჟინებით ითხოვს, რომ სააკაშვილი გადავიდეს ქალაქის რომელიმე საავადმყოფოში, რადგან შემდეგ გამოვიდნენ და თქვან, ჩვენ მოვახერხეთ მისი ციხიდან გამოყვანა და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავაბრუნებინოთ უკანო.

 

ამ დროს ძალიან დიდი საფრთხე არის ხალხის კლინიკაში შევარდნისა და არეულობის მოწყობის, რაც ხელს აძლევს „ნაცმოძრაობას“,  ეს არის მათთვის იდეალური სცენარი. სწორედ, ამ გეგმის თანახმად, კულმინაცია უნდა მოხდეს კლინიკაში შეჭრითა და სააკაშვილის იქედან გამოხსნით, ეს გეგმა, რამდენად განხორციელებადია სხვა საკითხია“,- განაცხადა ახვლედიანმა.

 

პოლიტიკის ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძეცპრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რეალურია.

 

„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, რეალურია, რადგან სააკაშვილის ქცევა სწორედ, ამ გეგმას ემსახურება. ჩვენ ვხედავთ ისტერიკას, რომ როგორმე, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეთ, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც უსაფრთხოების ზომები ნაკლებად არის დაცული. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, იქ იქნებოდა აქცია და მცდელობა საავადმყოფოში ხალხის შევარდნის, ამიტომ სახელმწიფოს პოზიცია არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში უფრო მეტად იქნება დაცული“,- განაცხადა ბოჟაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის, ნიშნად 20 დღეზე მეტია, რაც შიმშილობს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს და ქალაქის კლინიკაში გადასვლას მოითხოვს. 

 

ასევე ნახეთ: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე მორიგი ვიდეო გავრცელდა

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X