
წირვაზე ფიზიკური დგომა არ არის ლოცვა და სულიერება, თუ გარშემო ვერავის იტან და საკუთარ ბოღმას ვერ ერევი… ბევრი პროტესტი მაქვს, ძალიან ბევრი და გასკდა გული ბავშვების უბედურებით, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„რელიგია გვასწავლის, მტერი გიყვარდესო. ჩვენ მოყვასიც შევიძულეთ და მტრის სიყვარულს როდის ვისწავლით… ამპარტავნობამ, შუღლმა და მომხვეჭველობამ შეგვიპყრო…
შეიძლება წირვაზე ვიდგეთ, გაყინული სახით ერთმანეთს ვუთხრათ, ქრისეა ჩვენ შორისო და ამ დროს შეიძლება ყველაფერი იყოს ჩვენ შორის ქრისტეს და სიყვარულის გარდა…
წირვაზე ფიზიკური დგომა არ არის ლოცვა და სულიერება, თუ გარშემო ვერავის იტან და საკუთარ ბოღმას ვერ ერევი… ბევრი პროტესტი მაქვს, ძალიან ბევრი და გასკდა გული ბავშვების უბედურებით… ყველაფერი ფასადური გახდა… ამან გამოიწვია ყველა სიმძიმე და ტკივილი… ვერ გავძეხით ერთმანეთის ჭამით… ჰაერიც მხუთავია გარშემო… ახლაც დავდგებით და ხელს ერთმანეთისკენ გავიშვერთ… იმის ბრალია, ამის ბრალია… არააა, ყველას ბრალია… ჩემი ბრალიც არის… ყველამ უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგეობა…
ფარისევლები ვართ… ვითომ ღმერთი გვიყვარს მაშინ, როცა ერთმანეთი გვძულს… სრულიად ერმა უნდა შეინანოს ბევრი რამ…მანამდე არაფერი გვეშველება, “- წერს პეტრე კოლხი.
რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა
მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს
VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს






















