
სომხეთში, სიუნიქის ოლქში გასვენებაში მისულმა ინფიცირებულმა მთელი სოფელი დააავადა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის განცხადებით, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური აფეთქების გამოწვევა შეუძლია დაკრძალვებსა და დღესასწაულებზე შეკრებას.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადეები და ხშირად დაინანონ ხელები“ – აცხადებს ვანიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.























