15:46 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

გატაცებული ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებისთვის სააგენტო დეტალებს არ ასაჯაროებს

გატაცებული ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებისთვის სააგენტო დეტალებს არ ასაჯაროებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა.

 

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, უწყებას აქტიური კომუნიკაცია აქვს გემის მფლობელ კომპანიასთან, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ.

 

„შევხვდით ოჯახის წევრებს, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვართ აქტიურ კომუნიკაციაზე ყველა მხარესთან, მაგრამ გემმფლობელის თხოვნით, დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაცემისგან თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მეზღვაურების ოჯახის წევრები მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ. ამასთან, როგორც ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელმა განაცხადა, მათი ინფორმაციით, მეზღვაურები ჯანმრთელად არიან.

 

ცნობისთვის, მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. სულ გატაცებულია 10 მეზღვაური.

ავტორი: Prime Time

X