09:57 | 2021-10-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

გათავისუფლდეს პატიმრობიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა ონლაინ პეტიცია შექმნეს.

 

“თუ მიგაჩნიათ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას უნდა მიეცეს საშუალება ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ მოაწერეთ ხელი პეტიციას. ერთად დავიხსნათ პრეზიდენტი ტყვეობიდან. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის უკანონო პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია!”, – ნათქვამია პეტიციაში.

 

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X