
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას აპირებს. იგი ითხოვს, ბაჟის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს და პენსიონერები სასამართლოში გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
მისი თქმით, საჭიროა, რომ მათ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება მიეცეთ.
„სიღარიბის დონე არის ისეთ ნიშნულთან, როდესაც მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს. პანდემიამ შესაძლოა წარმოქმნას ახალი პრობლემები პენსიონერებისთვის, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან არსებობს ბაჟის შეტანა.
ამიტომ ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს მივმართავთ არის ის, რომ ბაჟის კანონში ყველა პენსიონერზე გავრცელდეს და გათავისუფლდნენ ისინი გადასახადისგან, რადგან ყველა მოქალაქემ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.























