19:40 | 2020-07-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“გაჭირვების გამო, ბაბუა დღეში ერთხელ იკვებებოდა, თავის მოკვლაც სცადა” – ვახტანგ ბოჭორიშვილის შვილიშვილი აქამდე უცნობ დეტალებზე

“გაჭირვების გამო, ბაბუა დღეში ერთხელ იკვებებოდა, თავის მოკვლაც სცადა” – ვახტანგ ბოჭორიშვილის შვილიშვილი აქამდე უცნობ დეტალებზე

დიდი ქართველი ექიმის ვახტანგ ბოჭორიშვილის შესახებ მთელმა საქართველომ კარგად იცის, თუმცა არაფერია ცნობილი მისი შვილისშვილის, ვახო იაშვილის შესახებ.

 

იურისტი ვახო იაშვილი გეგმავს ბაბუის გზას გაჰყვეს და პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ის თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ გვესაუბრა.

 

– ვახო, სანამ თქვენს შესახებ ვისაუბრებთ, ბაბუის ვახტანგ ბოჭორიშვილის შესახებ გვიამბეთ…

 

– ვახტანგ ბოჭორიშვილი რომ არ იყო ორდინალური პიროვნება, ამას მტკიცება ალბათ არ ესაჭიროება. ამაზე მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები თავიდანვე მიუთითებდნენ.

 

პედაგოგის (დედა-ცეცილია მჭედლიშვილი) და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, სასულიერო პირის (მამა – გაბრიელ ბოჭორიშვილი) ოჯახში აღზრდილი ვახტანგი ადრეულ ასაკში ეზიარა რუსთაველის, ვაჟას, ილიას, აკაკის სხვა ჩვენი გენიალური მწერლებისა, თუ პოეტების შემოქმედებას, ასევე საზოგადო მოღვაწეთა იდეებს. მისმა დედამ ღრმა მოხუცებულობამდე ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“.

 

მოსკოვის „ცსკა“-ს პრეზიდენტი:  „საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს“
2020-07-15მოსკოვის „ცსკა“-ს პრეზიდენტი: „საქართველომ თოკოთი უნდა იამაყოს“

 

მისი მამა, გაბრიელ ბოჭორიშვილი კი სამაჩაბლოს რეგიონში ადგილობრივებს ასწავლიდა წერა-კითხვასა და წიგნის სიყვარულს. ამდენად, გასაკვირი არ იქნება, რომ ვახტანგსაც კითხვა ბავშვობიდან შეყვარებოდა.

 

იმ პერიოდისთვის არსებული და გამოცემული ქართული და რუსული ლიტერატურა პრაქტიკულად 16-17 ასაკში სრულად ათვისებული ჰქონდა, რის თაობაზეც არაერთხელ უთქვამს ჩემთვის და ბავშვობიდანვე წიგნთან ურთიერთობის აუცილებლობისკენ მომიწოდებდა და მარწმუნებდა.

 

ყმაწვილობის ასაკში გახდა იმ იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანი და ამოცანა საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან თავის დაღწევა და ტანჯული ქართული ერისთვის  ნანატრი თავისუფლების მოპოვება გახლდათ.

 

მოგეხსენებათ, საბჭოთა ტერორის პირობებში, აღნიშნული საქმიანობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული.

 

მიუხედავად ამისა, თავის მეგობრებთან ერთად ფარულად ამზადებდა და შემდგომ მოსახლეობაში ავრცელებდა ანტისაბჭოთა პროკლამაციებს. ამავე ორგანიზაციაში საქმიანობდა კიდევ ერთი ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსი – ხეჩინაშვილი.

 

არც ცუდები ვართ, არც ბანძები... - გოგა ჩანადირი ერის კრიტიკით გატაცებულებს მიმართავს
2020-07-15არც ცუდები ვართ, არც ბანძები... - გოგა ჩანადირი ერის კრიტიკით გატაცებულებს მიმართავს

 

სკოლის ბრწინვალედ დასრულების შემდეგ, ჯერ თელავში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, მოგვიანებით კი სრულიად ახალგაზრდა ვახტანგი სოხუმის თეატრში მე-2 დამდგმელი რეჟისორის თანამდებობაზე დააწინაურეს.

 

ალბათ, ზოგიერთი ცნობილი ხელოვნებათმცოდნისა, თუ რეჟისორის მსგავსად, რომ მოქცეულიყო, „წითელი ინტელიგენციის“ „შესანიშნავ“ წარმომადგენლად იქცეოდა და საქვეყნო აღიარებას არა როგორც უბადლო ექიმი, არამედ, როგორც გენიალური საბჭოთა რეჟისორი მოიპოვებდა, მაგრამ მისი ხასიათი, განათლება, იდეალები კომფორტისა და თბილი ადგილის ძიების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

 

მაშინ ვახტანგი არ იქნებოდა. სწორედ ამ იდეალებმა და თავისუფლების სიყვარულმა, მყისიერად  შეაჩერა მისი კარიერა თეატრში.

 

აფხაზეთის მაშინდელი ცეკა-ს მდივანი გაოგნებული დარჩენილა, როდესაც ვახტანგმა მისი მითითება, რომ ხევის ბერი გოჩა დადგმულიყო კომუნისტური იდეოლოგიის ელემენტების გათვალისწინებით უყურადღებოდ დატოვა.

 

ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში...  რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ... - სკოლის დირექტორი მისი მოსწავლის ტრაგედიაზე
2020-07-15ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში...  რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ... - სკოლის დირექტორი მისი მოსწავლის ტრაგედიაზე

 

უხეშად რომ ვთქვათ, ბაბუას მაშინ ხევის ბერის წითელი დროშით სცენაზე გამოსვლა დაავალეს, რასაც ბუნებრივია არ შეასრულებდა. ეს სპექტაკლი დადგა ისე, როგორც თვითონ მოსწონდა და მეორე დღეს სამუდამოდ დატოვა თეატრი და უსაყვარლესი საქმე.

 

ისევე, როგორც ბევრი ღირსეული და შემდგომში აღიარებული ადამიანის ცხოვრება არ იყო ია-ვარდით მოფენილი, ვახტანგიც ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. მისი სტუდენტობის პერიოდში, უფროს დასთან ცხოვრობდა.

 

დედ-მამა ღრმად მოხუცებულები იყვნენ, ნაბოლარა შვილისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას მოკლებულნი.

 

ამის გამო, ბაბუა დღეში ერთხელ იკვებებოდა (ისიც დიდი გაჭირვებით დავარქმევთ კვებას), ბუნებრივია,  კალორიებისა და საჭირო ვიტამინების ნაკლებობის გამო, ორგანიზმი დაუძლურდა, ვეღარ უმკლავდებოდა ამა თუ იმ დაავადებას.

 

ერთ დღეს, როდესაც სისხლით პირღებინება დაემართა, მიხვდა რომ ტუბერკულოზი ებრძოდა მის ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს.

 

ვახტანგი ახლოს იყო სასოწარკვეთილებასთან, ფიქრობდა, რომ დედ-მამასთან ამ მდგომარეობაში ვერ წავიდოდა, უფროს დასთან მისვლაც მისთვის შეუძლებელი იყო, რომ ინფექცია დისთვის და მისი მცირეწლოვანი შვილისთვის არ მიეტანა, არც ექიმებთან მისასვლელი ფული გააჩნდა. თავისი სახლი არ ჰქონდა, ქუჩაში დარჩა.

 

უმძიმესმა რეალობამ და ტკივილიანმა ფიქრებმა მტკვართან მიიყვანეს… ალბათ, საქართველო და მსოფლიო ვერ გაიცნობდა სეფსოლოგიის დარგისა და ცენტრის დამაარსებელს, ალბათ, ბევრი მოქალაქე შემდგომში სიკვდილსა და სხვადასხვა სენს ვერ გადაურჩებოდა, უფალს ვახტანგი თვითონ რომ არ გადაერჩინა…

 

უიმედოთ, მარტო, ეულად დარჩენილი ახალგაზრდა მტკვარზე გადებულ ერთ-ერთ ხიდზე იდგა, მის მომავალსაც მდინარეს უკავშირებდა, მხოლოდ მდინარეს შეეძლო უძლური და უიმედო ახალგაზრდა თავისებურად ენუგეშა, ან მძიმე, ნაღვლიანი ფიქრები მაინც გაექრწყლებინა თავისი სასტიკი სიღრმით.

 

ამდენად, „სოფელმა“ გაწირა ვახტანგი, თუმცა რუსთაველის გენია, აქაც, როგორც ხშირად არის ხოლმე, მეტად  წინასწარმეტყველური და ბრძნული აღმოჩნდა: „..მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“. ვახტანგს, უეცრად ორი მისი მეგობარი მიუახლოვდა…

 

თეატრის დატოვების შემდეგ, ვახტანგი მალევე, ხარკოვში აღმოჩნდა. იქ ყოფილმა რეჟისიორმა, სრულიად მოუმზადებელმა თავისი ერუდიციის, ინტელექტის და განათლების წყალობით, სამედიცინო ინსტიტუტის მისაღები გამოცდები ჩააბარა და ახლა უკვე მედიცინის შესწავლას შეუდგა.

 

ბებიაც, ლიდია ნიკოლოზის ასული ვორობიოვა იმავე ინსტიტუტში გაიცნო. მატერიალური სიდუხჭირე სტუდენტობის დროსაც თანსდევდა. ახლადდაოჯახებულები საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.

 

ერთ ოთახში იმხანად ათი ან მეტი სტუდენტი თავსდებოდა. ოთახი ორნაწილად იყოფოდა კუსტარულად დამზადებულ საკიდზე დამაგრებული ფარდით, რომლის  ერთ მარეს ბიჭები, მეორე მხარეს კი გოგოები ცხოვრობდნენ.

 

თემქაზე ასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგი არ გამოჩენილა - ანი გაბეჩავა საბედისწერო ღამის დეტალებზე
2020-07-15თემქაზე ასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგი არ გამოჩენილა - ანი გაბეჩავა საბედისწერო ღამის დეტალებზე

 

მუხრანი ხომ გახსოვთ : „ ისე როდია მართლა საქმენი, როგორც ზოგიერთ ვინმეს ჰგონია, გზას არ დაკარგავს სანთელ-საკმევი, კვლავაც იპოვნის ვით უპოვნია“.

 

აქაც თავისი გზა იპოვა ნიჭმა, შრომამ და წარჩინებულმა სტუდენტმა, მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან ლალისთან ერთად, შემგომ კიდევ ერთი ქალიშვილიც, თამარი (დედაჩემი) შეეძინათ. მოიარეს პეტერბურგი (მაშინდელი ლენინგრადი), ტალინი, ყაზახეთის ქალაქები.

 

ყველგან განსაკუთრებული საექიმო პრაქტიკა, გამოცდილება და ცოდნა გროვდებოდა ვახტანგის გონებაში. დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ექიმი იყო. ყველგან დატოვა თავის კვალი ვახტანგმა და პროფესიული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

 

აქვე ავღნიშნავ, რომ როგორც თავდაპირველი, ასევე შემდგომი წარმატებები დიდ წილად ბებიის, ლიდიას დამსახურება იყო. მასზე არც სიდუხჭირემ, არც საბჭოთა კავშირის მაშტაბით მრავალრიცხოვანმა გადაადგილებამ არ იმოქმედა.

 

ვერ შეარყია მისი სამაგალითო სიყვარული ვახტანგის მიმართ, ვერც ოჯახური მატერიალური დოვლათის დეფიციტმა. იგი ერთგულად ამაგრებდა და სასიცოცხლო ძალებს გადასცემდა ბაბუას. დღეს ესოდენ ერთგული ადამიანები ჩემი აზრით ნაკლებად გვხვდებიან.

 

– როდის დაბრუნდა თბილისში?

 

– თბილისში ვახტანგი, უკვე როგორც საბჭოთა კავშირში აღიარებული ექიმი ბრუნდება. იმარჯვებს კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ინტრიგების  მხლართავი ძალები მის საწინააღმდეგო ქსელს ქსოვენ (დღემდე საქართველოში ეს ძალიან გვეხერხება) და ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე ხდება.

 

მოგვიანებით ამარცხებს ქოლერის ეპიდემიას, პირველია, ვინც იყენებს ფილიფსის ხსნარს და ახლებურად ებრძვის ეპიდემიას. მისი მეთოდი შემდგომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც აქტიურად გამოიყენებოდა.

 

თუ არ ვცდები, 1970-73 წლებში ბაბუა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ, მისთვის, როგორც მეცნიერისთვის, როგორც ხალხის მკურნალისთვის ეს საქმიანობა ნაკლებად საინტერესო იყო.

 

1980-იან წლებში იწყებს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მშენებლობას. ჩემ დედასთან, თამარ ბოჭორიშვილთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ინჟინერივით აკვირდება ცენტრის შენების პროცესს.

 

 

„ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე“ - ოჯახი განცხადებას ავრცელებს
2020-07-14„ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე“ - ოჯახი განცხადებას ავრცელებს

 

1986 წელს გახსნა დასახელებული ცენტრი და ჩაუდგა მას სათავეში. ძალიან მალე, სეფსისის ფაქტობრივ დამარცხებას ახერხებს. თუ ევროპასა და ამერიკაში სეფსისით დაავადებული ადამიანების ლეტალობა 65-68 პროცენტია, ვახტანგის მეთოდით მკურნალობისას ეს მაჩვენებელი საქართველოში თითქმის 6-7 პროცენტამდე მცირდება.

 

პარლამენტში არჩევის შემდეგ  ვახტანგი, ცენტრის ხელმძღვანელი ხდება ჩემი დედა, თამარ ბოჭორიშვილი. დედა მისი საქმის ნამდვილი და ღირსეული გამგრძელებელი იყო. ბაბუა ხშირად ამბობდა, რომ ბედნიერია იმით, რომ თუ ადრე პაციენტები მასთან დაკავშირებას და მოხვედრას ცდილობდნენ, დადგა დრო, როდესაც პაციენტები მის ქალიშვილთან დასაკავშირებლად ეკონტაქტებიან.

 

ბევრი ადამიანი, მათ შორის მისი ნაცნობებიც ვერ ხვდებოდნენ, რატომ ჩაერთო ვახტანგ ბოჭორიშვილი პოლიტიკაში. ასე ამბობნენ დაახლოებით, შევარდნაძე პატივს გცემს, არავინ გემტერება, აღიარებული ექიმი ხარო და ზვიადის გამო რატომ უპირისპირდებიო. პასუხი არ აყოვნებდა, ზვიადისა და საქართველოს ბედი ისეა ერთმანეთში გადახლართულიო, რომ შეუძლებელია ხელი მოუქნიო ზვიადს და არ დააზიანო საქართველოო. ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია.

 

ადრეულ ასაკში, მეც ვერ ვხვდებოდი რისთვის აიტკივა თავი, როცა ამის არანაირი საფუძველი თითქოს არ იყო. რისთვის გაირთულა ცხოვრება, რისთვის გადაიმტერა ჯერ ხუნტა (კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა და სხვები), შემდეგ კი შევარდნაძე და მისი მთავრობა. საქართველოსთვის არც თუ უცხო „წმინდა“    კომფორმისტულ  დებულებებს თუ გავყვებით, მართლაც გაუგებარია მისი მოქმედება. თვითონ კი ასე ხსნიდა :“ შვილო ვახო, ამ შემთხვევაში, პოლიტიკაში წასვლა სინდისის საქმეა. ქვეყნის ვერაგმა მტრებმა დაამხეს კანონიერი ხელისუფლება.

 

ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოებრიობაც გაანადგურონ, არადა ზვიადის გამოისობით ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც იქნა რეალური, ხელშესახები და შესაძლებელი გახდა.

 

პროკურატურამ 24 წლის კაცს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი დაუზუსტდა
2020-07-14პროკურატურამ 24 წლის კაცს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი დაუზუსტდა

 

მე, ხნიერი კაცი ვარ. წესით ნაკლებად უნდა ვიყო პოლიტიკაში აქტიური, მაგრამ დააკვირდი, ახალგაზრდებს,არსებული პრობლემები თითქმის არ აინტერესებთ, ე.წ. ინტელიგენცია კი შვარდნაძეს და ხუნტის წევრებს მუხლებზე უდგება. ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას მდუმარემ ჩემი სამშობლოს განადგურებას დავაკვირდეო. ხშირად, მუხრანს მოიშველიებდა ხოლმე :“ ხმას ამოიღებ ვაია, ჩუმად იქნები ვუი, ვინც ლაპარაკობს ხომ სტყუის?! ვინც სდუმს ის უფრო სტყუის!“

 

– დღესაც ასეა თქვენი შეფასებით?

 

– დღესაც მსგავსი მდგომარეობა გვაქვს. თითქოს არაფერი შეცვლილა 20-30 წლის განმავლობაში. დღესაც რუსეთი ეუფლება საქართველოს, დღესაც მისი და არა ქვეყნის სამსახურში მყოფები არიან ხელისუფლებაში (ძირითადად). დღესაც უმრავლესობა სდუმს, შესაბამისად სტყუის და სცოდავს.

 

დღესაც, „ინტელიგენცია“ მუხლებზეა და დანაყრებას ზეიმობს, ერი კი მშიერია. მუხრანი სვამს შეკითხვას წლების წინ:

 

„რაა საჭირო? – რა გზა უნდა გამოინახოს, რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს?“  30 წელია ქართველთა ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ვერ შევქმენით სახელმწიფო, ვერ გავეცით ხსენებულ კითხვას პასუხი. იქნებ ოპოზიციაშია ხსნა? მაგრამ არსებული პარტიების და მათი ჰიპოტეტური ერთობის შემხედვარე ნაკლებად მაქვს ამის იმედი.

 

30 წელია ერთი და იგივე პოლიტიკოსები პოლიტიკური სარეცელის ხან ზევით და ხან ქვევით მოექცევიან. 30 წელია პირადად მდიდრდებიან, შვილებს დოვლათსა და მატერიალურ კეთილდღეობას, მომავალს უქმნიან, ერი კი კვლავ მშიერი და გაუბედურებულია.

 

ამ პოლიტოკოსების იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენ? ვფიქრობ 30 წელი საკმარისია, რომ გავაკეთოთ დასკვნა, თუ რა მოუტანა ამ ხალხმა ქვეყანას.

 

 

 

ზოგიერთი მათგანი, მიუხედავად 1 პროცენტიანი მხარდაჭერისა ათწლეულებია ხელისუფლებაში იყო და დღესაც ცდილობს ხალხის თავში მოექცეს, თუმცა ხალხზე და ქვეყანაზე არასოდეს უზრუნია, ზოგიერთი რუსეთის იმპერიის მბრძანებელს ეახლება, იქიდან ღებულობს „დალოცვასა“ და დაფინასებას, შემდეგ მზად არის რუსების სამხედრო დაზვერვას შემოუძღვეს წინ და ასობით ქართველი დასაღუპად გასწიროს, ზოგიც  ხელისუფლებაში მყოფ ძალას ურიგდება პირდაპირ ფულის, ან ბიზნესინტერესის სანაცვლოდ და ეს ყველაფერი ხალხის ხარჯზე.

 

დროა გამოვფხიზლდეთ, საღად და ობიექტურედ შევაფასოთ რეალობა და ალბათ, პირველად ჩვენ ცხოვრებაში, ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რომ ზოგადად მმართველი ძალა შეიცვალოს, არამედ ხელისუფლებაში ყველაზე ღირსეული და იმავდროულად კომპეტენტური პირები მოვიდნენ, ვინც ქვეყანას ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური ქვესკნელიდან ამოიყვანს და ახლა მაინც ქვეყანასა და ხალხზე იზრუნებს.

 

დღევანდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პირდაპირი, თუ ირიბი დამსახურებაა ქვეყანაში იმ მმართველობის არსებობა, რომელიც მეტად აზიანებს ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ უკანასკნელი წლები ეკონომიკის განვითარების, შესაბამისად.

 

სახალხო დოვლათის დაგროვებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოფილიყო ჩვენი მიზანი და ამოცანა, ეკონომიკურად ჩვენი მომავალი რუსეთს დავუკავშირეთ, დაახლოებით სამჯერ შევამცირეთ სამხედრო ბიუჯეტი (აშშ დოლარებში), რეაგირებას არ ვახდენთ ყოველდღიურად ჩვენი მიწა-წყლის რუსეთის მიერ მისაკუთრების გამო,   ნეპოტიზმმა და კორუფციამ  გადააგვარა და გარყვნა   სახელმწიფო ინსტიტუტები.

 

ძლიერი, პრინციპული, ერთიანი ოპოზიციის პირობებში, ოლიგარქიული მმართველობა  დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა,მაგრამ ოპოზიციის უმრავლესობას თავისი, ვიწრო პოლიტიკური, თუ კორუფციული ინტერესები აქვს.

 

ამის გამო დღითიდღე სუსტდება, კარგავს ხალხის მხარდაჭერას, მით უფრო რომ მათ რიგებში განახლება შეგნებულად არ ხდება.  ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ილიასი არ იყოს, გაღვიძება უნდა გვეღირსოს.

 

ამიტომ, მიმაჩნია, რომ დღეს, ყველა, ვინც თავისი შვილების მომავალსა და კეთილდღეობაზე ფიქრობს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად უნდა ჩაებას, თავისი ქმედებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას, ან თვითონ მოვიდეს და გამოსავალი შემოგვთავაზოს.

 

პირადად მე, ღიად გამოვხატავ ჩემ პოზიციას, ვიცი რომ გამოსავალი ხალხის ერთობაშია, რაც დღეს განსაკუთრებულად გვჭირდება და წარმატების უმთავრესი ფორმულაა. საქართველო ისტორიულად მხოლოდ ერთობისა და მოსახლეობის ურთიერთანხმობის პერიოდში იყო ძლიერი, დროსთან შესაბამისობაში განვითარებული, ამასთან კავკასიის სახელმწიფოთა ლიდერი და გამაერთიანებელი. ჩვენ უნდა შევძლოთ და კიდეც შევძლებთ, კვლავ იძლიეროს გენმა ქართულმა!

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X