00:28 | 2021-10-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაჭირვების გამო ჩემმა ქმარმა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე უარი თქვა და… – მარტოხელა დედის სულისშემძვრელი ისტორია 

გაჭირვების გამო ჩემმა ქმარმა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე უარი თქვა და… – მარტოხელა დედის სულისშემძვრელი ისტორია 

ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, თამარი ერთადერთი შვილის გადასარჩენად იბრძვის. დაუღალავად შრომობს და იბრძვის. იბრძვის შვილის მომავლისთვის, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის… ხან თხილს აგროვებს და ხანაც კარტოფილის ამოსაღებად დადის.

 

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთი ძველი სახლი დგას. ამ სახლს ორი ბინადარი, თამარი და გაბრიელი ყავს…

 

6 წლის წინ, გაუსაძლის გაჭირვებას, ოჯახის უფროსმა ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მას შემდეგ ოჯახის სიმძიმე თამარს მხრებზე აწევს. ერთადერთი შვილისთვის დედაცაა და მამაც. იმისთვის, რომ გაბრიელი მშიერი არ ჰყავდეს, ყოველდღიურად ფიზიკურად შრომობს. ბავშვის დამტოვებელი, რომ არავინ ყავს, ისიც სამსახურში დაჰყავს… ასე გრძელდება წლები…

 

მარტოხელა დედა-შვილის სულისშემძვრელ ისტორიას ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდი ავრცელებს.

 

თამარი და გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ.

 

„დილით ადრე გაღვიძებას ვერ ვიტან, როცა ჯერ კიდევ ბნელა. დედა ამბობს, რომ უკვე დილაა. სამსახურში, – თხილის პლანტაციაზე ან კარტოფილის მინდორში წასვლა რომ მოასწროს, დედა დილის ხუთ საათზე დგება, მაღვიძებს და სამსახურში ერთად მივდივართ ავტობუსით, რომ რვა საათამდე მივუსწროთ.“ – ამბობს გაბრიელი.

 

„ან კარტოფილს ვთხრი, ან თხილს ვაგროვებ… და ხელით ვრეცხავ ცივ წყალში. სანამ ფეხზე დგომა შემიძლია, – ვმუშაობ. ჩემი შვილისთვის დედაც მეც ვარ და მამაც. 220 ლარიანი სოციალური დახმარება არაფერზე გვყოფნის. აგერ, 20 რიცხვში დამერიცხა თანხა და კომუნალურები გადავიხადე, მაღაზიაში ვალები დავფარე და 40 ლარიღა დამრჩა. ეს რაზე უნდა გვეყოს? გაბი სულ მეხვეწება, რომ ხელის კრემი ვიყიდო, მაგრამ მაგ კრემს იგივე ფასი ადევს, რაც ერთ ბოთლ ზეთს. თავს ასეთი ფუფუნების უფლება რა ნამუსით მივცე?

 

მინდვრები და პლანტაციები შორსაა, ავტობუსით სამი საათი უნდა იარო. სამუშაო დილით ადრე, 8 საათზე იწყება. რომ მოვასწრო, სახლიდან ხუთ საათზე უნდა გავიდე. გაბის ვერავის ვუტოვებ, ამიტომ მისი წაყვანაც მიწევს. აბა, რა ვქნა?

 

გაბის სულ ვეუბნები, რომ დედა იმისთვის მუშაობს, რომ ის იყო კარგად. ფულს ტანსაცმლისთვის და სკოლის ჩანთისთვის ვაგროვებ. არ მინდა, რომ ჩამოკონკილ – ჩამოფლეთილმა იაროს. მათხოვარივით მშიერმა რომ იაროს, მამამისის სული სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს… მოკლედ, ისე მოხდა, რომ თხილის კრეფის დროს თვალი დავიზიანე. დიდი ეკალი პირდაპირ თვალის კაკალში შემერჭო. ბევრი ძვირადღირებული წამალი დამჭირდა! ჯერ მარტო წვეთები ღირდა 50 ლარი. სკოლისთვის დაზოგილი ფულის მთლიანად დახარჯვა მომიწია…

 

სახლში შიშველი კედლებია, სახურავიდან წყალი ჟონავს, აბაზანა არ გვაქვს. ოთახში, „ტაშტში“ ვბანაობთ. წყალს პაწაწინა ბალონზე ვაცხელებ. მგონი, ეს ყველაზე საშინელი შენობაა საქართველოში… მაგრამ უფალს მადლობას ვწირავ, რომ ბინის ქირა მაინც არ მაქვს გადასახდელი. ეს ოთახი თვითნებურად დავიკავეთ, როგორც იმ ლტოლვილებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ჩემი ქმარი რომ ცოცხალი იყოს, სხვანაირად ვიცხოვრებდით…

 

ჩვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია 6 წლის წინ მაშინ მოხდა, როცა ჩემი მეუღლე ნათესავებთან იყო, სვამდნენ. იქიდან რომ წამოვიდა, მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს – თავი ჩამოიხრჩო… დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა. უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის დღესაც ისეთივე რთული და მტკივნეულია როგორც მაშინ. ალბათ სულ ასე იქნება… მაშინ გაბი ცხრა თვის იყო…“- ამბობს თამარი.

 

მალე აცივდება და ზამთრის გრძელ და სუსხიან ღამეებს სიცივეში გაატარებენ. დედა – შვილის ერთადერთი იმედი, კეთილი ადამიანების გამოჩენაა. მათ ახლა საზოგადოების გვერდში დგომა და დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ…

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X