21:13 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

გაუჩინარებული 25 წლის უხანელი ჟურნალისტი 2 თვის შემდეგ გამოჩნდა – რა გადახდა თავს

გაუჩინარებული 25 წლის უხანელი ჟურნალისტი 2 თვის შემდეგ გამოჩნდა – რა გადახდა თავს

25 წლის ჟურნალისტი ჩინეთის ქალაქ უხანიდან ადრე სამთავრობო ტელეარხზე (CCTV) მუშაობდა.

 

ის სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც წლის დასაწყისშივე ცდილობდა საზოგადოება კორნავირუსის აფეთქების შესახებ გაეფრთხილებინა.

 

26 თებერვალს მისი პირდაპირი ეთერი იმით დასრულდა, რომ მასთან უშიშროების აგენტები შეცვივდნენ. სწორედ ამ დროს ნახეს ლი ბოლოს.

 

ამ ამბიდან 2 თვის შემდეგ ძეხუამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ყვება, რა გადახდა თავს.

 

ლი აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ხელისუფლება აიძულებდა კარანტინში ყოფილიყო. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ის უხანის უჩანის რაიონში მიდიოდა, მის ავტომობილს თეთრი ფერის ჯიპი წამოეწია.

 

იქიდან ვიღაცამ დაუყვირა, რომ გაჩერებულიყო. პანიკაში ჩავარდნილი მას გაექცა და პირდაპირ თავის საცხოვრებელ ბინაში მივიდა.

 

სახლში შუქიც არ აუნთია. ყოველი შემთხვევისთვის მან პირდაპირი ეთერი ჩართო. დაახლოებით სამ საათში მასთან სამი კაცი მივიდა. ისინი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გაეცნენ.

 

მათ ლი პოლიციის განტოფილებაში მიიყვანეს. დაკითხვა 24 საათი გრძელდებოდა. საბოლოოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა, მისთვის ბრალის წარდგენა ბოლოს გადაიფიქრეს.

 

სამაგიეროდ, გადაწყვიტეს, რომ ჟურნალისტი ეპიდემიისთვის მოწყვლად ადგილებში იმყოფებოდა და განაცხადეს, რომ მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი იყო.

 

2 თვის შემდეგ ჟურნალისტი გაუშვეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად არის დანარჩენი 2 ადამიანი, რომლებიც, ლის მსგავსად საზოგადოების გაფრთხილებას ცდილობდნენ – წერს Daily Mail-ი.

 

 

ავტორი: Prime Time

X