16:10 | 2020-06-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გაუჩინარებული ფეხბურთელის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა დროებით გაიხსნება და ჟინვალის – დაიკეტება

გაუჩინარებული ფეხბურთელის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა დროებით გაიხსნება და ჟინვალის – დაიკეტება

გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

სამძებრო ოპერაცია - პოლიცია, მაშველები და მყვინთავები ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებენ
2020-06-20სამძებრო ოპერაცია - პოლიცია, მაშველები და მყვინთავები ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებენ

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

 

ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის განცხადებაგიორგი შაქარაშვილის საძიებო…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on შაბათი, 20 ივნისი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X