15:58 | 2021-04-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გაუფრთხილდით ერთმანეთს,  უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს“ – ნუკი კოშკელიშვილი კოვიდინფიცირებულია

„გაუფრთხილდით ერთმანეთს,  უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს“ – ნუკი კოშკელიშვილი კოვიდინფიცირებულია

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ის Instagram-ზე საუბრობს.

 

 

„ლეგენდა, რომ შეიძლება კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. მე როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, იქამდე არა. დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.

 

 

ვინ დაპატიჟა თეონა კონტრიძე პოზნერის დაბადების დღეზე – “კვერცხები და ტრამპამპამ მეზედმეტა”
2021-04-05ვინ დაპატიჟა თეონა კონტრიძე პოზნერის დაბადების დღეზე – “კვერცხები და ტრამპამპამ მეზედმეტა”

 

ოვის ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს.

 

 

აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი”, – ამბობს კოშკელიშვილი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X