15:09 | 2021-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა – ასე დააკვალიფიცირა შსს-მ ექთნის საქმე

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა – ასე დააკვალიფიცირა შსს-მ ექთნის საქმე

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ექსპერტიზა დაადგენს თუ რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი.

 

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა.

 

მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X