23:21 | 2021-08-03 ავტორი: Prime Time

გაუნათლებელი, 8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია, მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან​ – გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებზე

გაუნათლებელი, 8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია, მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან​ – გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებზე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და მიმართავს ანტივაქსერებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩართვასა და ქვეყნის გადარჩენაზე კვლავ უარს ამბობენ. ფხაკაძე ასეთ ადამიანებს სირაქლემას პოზაში მყოფებს უწოდებს.

 

მისი განცხადებით, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ბუსტერის („ფაიზერის“ ან მოდერნას მე-3 დოზა) გამოყენება. ამერიკამ ახლახან შეიძინა დამატებით 200 მილიონი დოზა „ფაიზერი“, სავარაუდოდ, ბუსტერისთვის.

 

ეს ოჯახები 200 ათასი ლარის სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ - შეამოწმეთ თქვენი თავი ამ კატეგორიაში
2021-08-03ეს ოჯახები 200 ათასი ლარის სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ - შეამოწმეთ თქვენი თავი ამ კატეგორიაში

 

მდიდარი ქვეყნები გადადიან დაბალ ეფექტური ვაქცინებიდან (დელტა ვარიანტთან მიმართებაში) უფრო მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერი/მოდერნა).

 

მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 60% 2-ჯერ არის აცრილი. მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკები განიცდიან ინფლაციას მაგრამ სტაბილური ზრდის ტენდენციები მიდის.

 

 

მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის და, სავარაუდოდ, ბუსტერის საყოველთაო /სავალდებულო ხასიათის პროცედურა იქნება და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია, როგორიც არის QR კოდიანი სერტიფიკატი და ა.შ.

 

ღარიბ ქვეყნებში ბუსტერებზე არც არის საუბარი, ვაქცინები არ აქვთ და თუ აქვთ, უმრავლესობა იცრება დაბალ ეფექტური და ზოგჯერ არც ისე უსაფრთხო ვაქცინებით.

ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა - გიორგი ფხაკაძე
2021-08-03ამდენი სირაქლემა თუ იყო საქართველოში, მართლა არ მეგონა - გიორგი ფხაკაძე

 

ანტივაქსერები“ ეხმარებიან ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობებს, დაფარონ თავიანთი არაპროფესიონალიზმი/არაეფექტურობა/კორუმპირებულობა, „დაარწმუნონ“ მოსახლეობა რომ ბუსტერი კი არა, ვაქცინები არის „დასავლეთის ბოროტება“, „5G ნანო ტექნოლიგია“, „სატანის და მასონების“ ხრიკები და კიდევ 1000 სისულელე.

 

შედეგი: ღარიბი ქვეყნები ღარიბდებიან და მდიდარი ქვეყნები მდიდრდებიან. სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი ღარიბ ქვეყნებში და ნაკლები მდიდარ ქვეყნებში.

 

გაუნათლებელი (8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან) – არიან ყველა საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ქვეყანაში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X