
უცხოური მედიის ცნობით, მსახიობი პეტროს ფილიპიდი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობი, პეტროს ფილიპიდი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. მან ციხეში რამდენიმე ღამე გაატარა და როგორც ჩანს, მისთვის ეს მდგომარეობა ურთულესი აღმოჩნდა.

მსახიობს ბრალად გაუპატიურება და გაუპატიურების მცდელობა ედება, ხოლო როცა ის ΓΑΔΑ-ში მიიყვანეს, პოლიციას უთხრა, რომ არ განეთავსებინათ სხვა პატიმრებთან ერთად, რადგან ეშინია მათი. ოფიცრებმა ის დაამშვიდეს და უთხრეს, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს. შემდეგ მოათავსეს საკანში, სადაც მთელი ღამით მარტო იმყოფებოდა.
მისი ოფიციალური დაკითხვა სასამართლოში გაუხმაურებელი დარჩა. პროცესი დახურული იყო და მასზე არ გამოცხადდა არცერთი მისი ნათესავი.
ფილიპიდი ტრიპოლის ციხეში გადაყვანის შემდეგ, როგორც ირკვევა, იქნება იმ განყოფილებაში, სადაც იმყოფება დიმიტრის ლიგნადი.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ფილიპიდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.






















