
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ტიკარაძე ამბობს, მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.
„გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს. ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მთავრობის ახალი წევრი“,- ამბობს ტიკარაძე.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.






















