21:56 | 2020-06-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გავერთობით, კინო აწი იწყება – კალაძე ოპოზიციაზე

გავერთობით, კინო აწი იწყება – კალაძე ოპოზიციაზე

საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

 

„ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

 

რას აპირებენ „ამბოხებული“ დეპუტატები?!
2020-06-05რას აპირებენ „ამბოხებული“ დეპუტატები?!

 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის.

 

მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X