14:49 | 2021-07-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გავეცით რეკომენდაცია, კონფერენციებზე, შეკრებებზე დაუშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები

გავეცით რეკომენდაცია, კონფერენციებზე, შეკრებებზე დაუშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები

დღეს გავეცით რეკომენდაცია, რომ ამ ზაფხულს თუ იქნება კონფერენციები, შეკრებები, იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, – ამის შესახებ დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ეს ეხება სასტუმროებსაც. უსაფრთხო გარემო რომ იყოს, სასტუმროს პერსონალი ორჯერადად ვაქცინირებული უნდა იყოს. იმ სასტუმროს ტერიტორიაზე სადაც ტარდება სხვადასხვა მიზეზით შეკრება, აუცილებლად უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები.

 

ჩვენ თუ გვინდა სიტუაცია არ გართულდეს, მაქსიმალურად უნდა აიცრას მოსახლეობა. დღეს ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ არის“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X