
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში რამდენიმე გავლენიანი ადამიანი თურქეთსა და აზერბაიჯანში ჩინური ვაქცინის გასაკეთებლად წავიდა. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„2 საუკეთესო ვაქცინა სახეზეა -„ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“, ჩინურიც დაემატება, რომელსაც მსოფლიოში ბევრი უკეთესად თვლის.
ვიცი, რამდენიმე ძალიან გავლენიანი და შეძლებული ადამიანი, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც არ ისურვეს „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“, რომელიც შემოდის 1 კვირაში, წავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრნენ“,- აცხადებს ცერცვაძე.
ცნობისთვის, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა. დღეს კი ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა შემოვიდეს.























