
ე.წ კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია, რუსეთში, ციხის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მოკლეს თუ თავი მოიკლა ე.წ კანონიერი ქურდმა, ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან ვრცელდება კიდევ ერთი ვერისა, რომლის თანახმადაც ის ინსულტით გარდაიცვალა.
ოჯახს და ახლობლებს ამის შესახებ წუხელ აცნობეს. ფარფალიას ბიძა ზუგდიდში ცხოვრობს.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია, მეტსახელად „კახა გალსკი“ მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მაშინ, 43 წლის კახა ფარფალიამ პოლიციას დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია.
ჩხრეკისას მას კოკაინის დიდი ოდენობა აღმოუჩინეს.
კახაბერ ფარფალია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდების რიცხვში შედიოდა. მისი „კორონაცია“ 1999 წელს შედგა.
ავტორი: თეა შონია























