14:51 | 2021-11-11 ავტორი:

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი – დიტო საძაგლიშვილი

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი – დიტო საძაგლიშვილი

“გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა იუსტიციის სამინიტროს მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

უფლებადამცველის თქმით, პენიტენციური სამსახური ცდილობს ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

2021-11-11"საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის "დუხზეა"" - გიგი უგულავა

“გავრცელებული კადრებიდან, როგორ მე-12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, ისე დღევანდელი, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის იყო ეს მიუღებელი, ვნახეთ მისი წინააღმდეგობ ბუნებრივია.

 

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა კადრები თუ როგორ გადაჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X