00:03 | 2021-10-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ – რას ამბობენ სააკაშვილზე პენიტენციურ სამსახურში

„გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ – რას ამბობენ სააკაშვილზე პენიტენციურ სამსახურში

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

 

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

 

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

დაახლოებით 1 საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

 

„სიტუაცია დამძიმდა… მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა… ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა… უარს ამბობობს თაფლის და წვენების მიღებაზე და ახლა მხოლოდ წყალს სვამს… მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს… უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X