11:50 | 2020-06-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად“ – ბაია პატარაია ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად“ – ბაია პატარაია ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხამურება და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

 

„თუ გინდათ, რომ 19 წლის ბიჭებს გადაბრუნებული სიტყვის გამო არ კლავდნენ, მოსპეთ მაჩოიზმი (ტოქსიკური მასკულინობა); მიეცით „კაცურ ღირსებას“ ადამიანური და არა მამლაყინწური შინაარსი;

 

გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად“!

 

ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო
2020-06-27ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო

საერთოდ, გადაიაზრეთ „კაცობა“. სანამ „კაცობა“ ნიშნავს გაფხორილ ინდაურობას, „ვისსსაა, ბიჭჭჭო?!“-ს, უაზრო ბრექიაობას, აგრესიულობას, ძალადობას და ჩაგვრას, მანამდე კუბოში გვეყოლებიან „კაცური კაცობის“ გამო დახოცილი ბიჭები.

 

ფემინიზმი გჭირდებათ კაცებს!

 

ფემინიზმი კაცებს კი ებრძვის, არამედ მაჩოობას და აგრესიულ მასკულინობას. კაცი ადამიანი უნდა იყოს ჯერ და არა უტვინო და აფოფრილი, უკონტროლო და აგრესიული არსება, რომელსაც რუდუნებით ეძახით „კაცურ კაცს“. გადააფასეთ „კაცობის“ მნიშვნელობა კაცებმა და ყველას გვეშველება“, – წერს ბაია პატარაია.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.

 

თუ გინდათ, რომ 19 წლის ბიჭებს გადაბრუნებული სიტყვის გამო არ კლავდნენ, მოსპეთ მაჩოიზმი (ტოქსიკური მასკულინობა); მიეცით "…

Posted by Baia Pataraia on პარასკევი, 26 ივნისი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X