
დეპუტატი გედევან ფოფხაძე კორონავირუსის სიმპტომებით ცხელების ცენტრში მოათავსეს.
პოლიტიკოსმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს გუშინ მიმართა.
გედევან ფოფხაძეს უკვე გაუკეთეს პისიარ ტესტი, ის პასუხს ელოდება.
სავარაუდოდ, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილის კონტაქტია.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა.























