15:56 | 2021-09-30 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გეგმავს თუ არა სააკაშვილი გაყალბებული პასპორტითა და შეცვლილი ვიზუალით საქართველოში შემოსვლას

გეგმავს თუ არა სააკაშვილი გაყალბებული პასპორტითა და შეცვლილი ვიზუალით საქართველოში შემოსვლას

რამდენად არის მოსალოდნელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულებისგან გაქცევის მიზნით, გაყალბებული პასპორტითა და შეცვლილი ვიზუალით შემოვიდეს.

 

პოლიტიკის ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა მას გეგმები აუცილებლად ჩაეშლება.

სააკაშვილმა ბილეთის თარიღი შეცვალა - აღარ ჩამოდის ექსპრეზიდენტი?
2021-09-30სააკაშვილმა ბილეთის თარიღი შეცვალა - აღარ ჩამოდის ექსპრეზიდენტი?

„საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილს ელოდება თავისი ვიზუალით სახმელეთო, საზღვაო თუ საჰარო სივრცით. როგორც კი მოადგება საქართველოს საზღვარს, მას დააპატიმრებენ. თუ სააკაშვილი შემოვა სხვა ვიზუალით, ყვარყვარესავით კაბაში, მაინც ამოვიცნობთ და დავაპატიმრებთ.

 

სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ყალბი პასპორტით ის საქართველოში ვერ შემოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი 2-შიც გადააგდებს საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებსაც სჯერათ, რომ სააკაშვილი დაბრუნდება“,- განაცხადა ბოჟაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.  რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტმა ქვეყანაში ჩამოსვლის დასტურად, სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის სამგზავრო ბილეთის ჯავშნი გამოაქვეყნა.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X