15:00 | 2020-03-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

გეგმური ოპერაციები გადავადდება – ეკატერინე ტიკარაძე

გეგმური ოპერაციები გადავადდება – ეკატერინე ტიკარაძე

„შექმნილი ვითარების გამო, გეგმური ოპერაციები გადავადდება“,- ამის შესახბე ჯნდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, გადავადება 4-თვიან ჭრილში იგეგმება.

 

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება, მაგრამ არა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციების, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

 

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X