
გეგმური ოპერაციების მომლოდინე პაციენტები 4 თვის განმავლობაში გადანაწილდებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„გეგმური ოპერაციები გადასულია 4-თვიანი მოლოდინის რეჟიმზე. მათ შეფერხებები ამ პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ.
უბრალოდ, მათი გადანაწილება მოხდება შემდეგი 4 თვის განმავლობაში, რაც ასევე უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გეგმური ოპერაციები გადავადდება.






















