
82 წლის გელა ჩარკვიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი წერს.
„ერთია, როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე – როცა წერ მის შესახებ. მესამე კი, როცა გირჭობენ ნემსს.
82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრა-ზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში,” – წერს თეონა ჩარკვიანი.
ცნობისთვის, “ასტრაზენეკას” ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროისთვის 4344 ადამიანია აცრილი.






















