
გლდანში, ნიკა მელიას შტაბში ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ხვალ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.
„ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრი არჩევნების გამო სხვადასხვა რეგიონში არის გასული და ხვალ ბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, მოვითათბირეთ, რადგან გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიგვეღო.
ხვალ ჩვენს თანამოქალაქეებს 16:00 საათზე ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.























