14:16 | 2020-04-10 ავტორი: თამთა თორდია

გემოვნებაზე არ დავობენ – თურნავა ქართულ წარმოების პირბადეებზე​

გემოვნებაზე არ დავობენ – თურნავა ქართულ წარმოების პირბადეებზე​

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეს ლამაზი აქსესუარი უწოდა.

 

მისი თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე პირველ რიგში არის პირადი დაცვის საშუალება და არა მოდური აქსესუარი.

 

„ეს არის ის საშუალება, რომელიც გვიცავს ეპიდემიისგან.

 

როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, პირბადეს შევხედავთ როგორც დიზაინებულ ატრიბუტს და არა ასეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს იცავს.

 

თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ – მე რომ მკითხოთ, ეს არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი და რაც მთავარია, ეს არის ქართული წარმოების პირბადე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ცნობისთვის, საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა. 

 

ასევე ნახეთ: შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას – იმნაძემ ქართულ პირბადეებზე იხუმრა

ავტორი: თამთა თორდია

X