14:50 | 2020-11-10 ავტორი: თამარ გონგაძე

გერმანელ ვირუსოლოგთა ახალი კვლევა – კორონავირუსი ზედაპირებიდან არ გადადის!

გერმანელ ვირუსოლოგთა ახალი კვლევა – კორონავირუსი ზედაპირებიდან არ გადადის!

გერმანელი მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევის თანახმად, კორონავირუსი, ზედაპირებიდან არ გადადის. ის მხოლოდ სუნთქვით გადაედება.

 

კოვიდ-19-ზე კვლევა გერმანელი ვირუსოლოგის, ჰენრი კაშტრეკის მეცნიერთა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ ჰაინსბერგის დაინფიცირებულთა სახლებში ჩაატარა. ეს ის ქალაქია, რომელიც პანდემიის დასაწყისში, ყველაზე მეტი დაინფიცირებულით გამოირჩეოდა გერმანიაში. დაინფიცირებულთა სახლებში შემოწმებულ ზედაპირებზე, ცოცხალი ვირუსი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.

 

კვლევა: კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება | imedinews

 

ჩატარებული კვლევის საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ კოვიდ-19 სიცოცხლისუნარიანი ზედაპირებზე აღარ არის. ისინი მხოლოდ უსიცოცხლო მდგომარეობაში არიან კარის სახელურების, ლიფტის ღილაკების ზედაპირებზე, კიბის მოაჯირებზე. ამ კვლევის თანახმად არც კატები არიან მისი გადამტანნი.

 

ჩვენ გვახსოვს, პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე ცოცხლობდნენ, ისინი ტანსაცმელზეც აგრძელებდნენ არსებობას. მაღაზიიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტების ისტერიკულმა ხეხვა-რეცხვამაც გადაგვიარა. მზეზე ვფენდით გახდილ სამოსს, რომ მომკვდარიყო ვირუსი. ფეხსაცმელს სადარბაზოში ვიხდიდით და ვტოვებდით.

 

თავდაპირველად გაკეთებული კვლევების მიხედვით კოვიდ-19 ქა­ღალ­დის ზე­და­პი­რი­დან 3 სა­ათ­ში გაქ­რა. 2 დღე გაძ­ლო მან ხისა და ტან­საც­მლის ზე­და­პირ­ზე, 4 დღე მი­ნა­ზე და ქა­ღალ­დის ფულ­ზე იარსება. კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს – 7 დღე გაძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გარე ზე­და­პირ­ზე.

 

კორონავირუსი ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი დღეები ძლებს — კვლევის შედეგები

 

კი­დევ ერთი კვლე­ვის შე­დე­გი New England Journal of Medicine-მა მარტში გა­მოაქ­ვეყ­ნა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვირუსს შე­უძ­ლია 4 საა­თი გაძ­ლოს სპი­ლენძზე, 1 დღე მუ­ყა­ო­ზე, 3 დღე პლასტმას­სა და უჟან­გავ ფო­ლად­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე კვლე­ვის დროს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა შე­ის­წავ­ლეს 65%-იანი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და 21°C-ის ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში.

 

რაც უფრო მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით უფრო მცირ­დე­ბა ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა. ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, +56 გრა­დუს­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი 30 წუთ­ში, ხოლო +70 გრა­დუს­ზე ხუთ წუთ­ში კვდე­ბა.

 

გერმანელი ვირუსოლოგების კვლევით კი ყველაფერი თავდაყრა დადგა. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი შესუნთქვით გადადის. მისი გადადების რისკი თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ ლოკაციებზე იზრდება – რესტორნებში, კლუბებში, სავაჭრო ქსელებში, სალონებში.

 

კორონავირუსი ზედაპირებზე - უნდა გვეშინოდეს თუ არა

 

“პრაიმტაიმთან” ახალ კვლევაზე კომენტარს პროფესორი, ექიმი სპეციალისტი, საერთაშორისო ექსპერტი – მაკა ბულეიშვილი აკეთებს.

 

მაკა ბულეიშვილი: – მე თვითონ სამი წელი ვიმუშავე გერმანიაში, დისერტაციაც იქ დავიცავი. გერმანული მეცნიერება ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მეცნიერებაა. მათ სიზუსტით კვლევის ჩატარება ახასიათებთ. საერთოდ როგორებიც არიან, ისევე ატარებენ მეცნიერულ კვლევასაც.

 

პანდემიის დასაწყისში იყო საუბარი, რომ გადადიოდა ზედაპირებიდან, მოაჯირებზე, სახულურებზე შეხებით, კონტაქტით.

 

მუდმივად ვეცნობი სიახლეებს. მე ვიცოდი, რომ ეს კვლევა უნდა ჩატარებულიყო. მარტშივე დაიწყეს. დროც გავიდა და დადეს კიდეც შედეგი.

 

როგორც ვიცი, დაინფიცირებული ხალხის ბინებში გააკეთეს ეს კვლევა.

 

მე დღეში 1000 კაცთან მაქვს შეხება. რასაც ვხედავ, ძირითადად, კონტაქტებით – შესუნთქვით სნებოვნდებიან. ბოლოს არც ერთი შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმეს ზედაპირისგან გადადებოდა ვირუსი. კონტაქტური გადადება იმდენად ხშირია, რომ ზედაპირები აღარავის ახსოვს. თუმცა ეს კვლევა მნიშვნელოვანი იყო. ეს იქნება მაღალი ხარისხის კვლევა.

 

ახალი კვლევა - კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება - Primetime

ავტორი: თამარ გონგაძე

X