19:59 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

გერმანელი ეპიდემიოლოგი ახალ საშიშროებაზე საუბრობს – ნახეთ რამ შეაშფოთა ის

გერმანელი ეპიდემიოლოგი ახალ საშიშროებაზე საუბრობს – ნახეთ რამ შეაშფოთა ის

გერმანელი ეპიდემიოლოგი კარლ ლაუტერბრაქი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გაჩენამ შესაძლოა საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

 

„ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მეორე ტალღა ასეთი ძლიერი არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მეტი ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ მას უფრო საშიში მუტაციები მოჰყვება. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა: რაც უფრო მეტი ინფექციაა, მით მეტი ახალი შტამის წარმოქმნის შესაძლებლობა იქმნება. ასე გრძელდება და გრძლედება, – განაცხადა გერმანულ გამოცემა Sonntag-თან საუბრისას ეპიდემილოგმა.

 

არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული - გიორგი ფხაკაძე
2020-12-20არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული - გიორგი ფხაკაძე

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

 

ადგილობრივი გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

 

ავტორი: Prime Time

X