
დღეს გამართულ შეხვედრაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი უცხოეთიდან დაბრუნებულ ქართველებს შეხვდნენ, ერთ-ერთმა საქართველოს მოქალაქემ განაცხადა, რომ ის მადლობელია დახმარებისთვის და იმ თავდადებისთვის, რაც მას მთავრობამ გაუწია.
„მე გახლდით გერმანიაში, ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ვარ ექიმი და ჩავედი სამკურნალოდ. ვიმყოფებოდი კლინიკაში სამკურნალოდ, კოვიდთან დაკავშირებით ექიმმა რეკომენდაცია მომცა, მედიკამენტებს ვღებულობდი, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებდა, ასე რომ ფრთხილად უნდა იყოო. იქ საკმაოდ სწრაფად წავიდა ზრდა ამ ვირუსის და რომ გაიგო საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო მითხრა, თუ შეგიძლია სწრაფად, რომ დაბრუნდე უკან, იქ უფრო კარგი პირობებია ვიდრე აქო.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა რეისი გაჩერებული იყო, სხვა გზა არ მქონდა. შევეხმაინე გენერალურ საკონსულოს გერმანიაში. მივწერე მხოლოდ წერილი, ვიმყოფები დიალეზზე, ავუხსენი, რომ მძიმე პაციენტი ვარ.
24-ში გამომწერეს კლინიკიდან, და საელჩოს, რომ შევეხმიანე ზუსტად ერთ საათში დამირეკეს. წარმომიდგა გენერალური კონსული ლევანი დიასამიძე, რომელმაც მითხრა, რომ უმოკლეს ვადაში დამაბრუნებდნენ ქვეყანაში.
26 მარტს ჩაინიშნა რეისი ავსტრია-თბილისი, დიალიზზე ვარ და მირეკავს ბატონი ლევანი. დღეს ღამის თორმეტამდე იყავი მზად მე მოგაკითხავ და უნდა გადაგიყვანო ავსტრიაშიო. მადლობელი ვარ ბატონი ლევანის ასე სწრაფად და დროულად რომ მოახდინეს ჩემი სამშობლოში დაბრუნება. ვარ ძალიან მადლიერი მთელი მთავრობის“, – განაცხადა სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქემ.























