
გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი – მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეების შემოსვლა აღნიშნული ქვეყნებიდან მკაცრდება.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.
გიორგი გახარიას თქმით, ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.






















