
გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები.
გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ სთხოვა.
„იტალიის მთავრობამ დახმარება რამდენიმე დღის წინ გვითხოვა“, – თქვა მიხაილ კრეჩმერმა.
მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია.
france24-ის ინფორმაციით, გერმანიაში 6 დაავადებული სამკურნალოდ უკვე ჩაიყვანეს.
ამ დროისთვის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია.
გერმანიაში დაავადდა სულ 29 056 ადამიანი. მათგან 123 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 453.






















