15:18 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა

გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა

გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრიდან ორივე ქვეყანაში მოქალაქეების უმეტესობისთვის „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტის გაკეთება უფასო აღარ იქნება.

ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის ტრაგედიაზე
2021-10-11ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის ტრაგედიაზე

გერმანიის შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენენ 12 წლამდე ბავშვები და ის ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეუძლიათ.

 

აქვე, 12-დან 17 წლამდე ბავშვები და ორსულები კოვიდტესტის უფასოდ გაკეთებას შეძლებენ კვირაში ერთხელ. ეს წესი 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში. გერმანიის მოქალაქეები, რომელთაც ტესტის გაკეთება კარანტინის დასრულებისთვის სჭირდებათ, კოვიდტესტში თანხას ასევე არ გადაიხდიან. ამასთან, კვლავ უფასო იქნება პისიარტესტები, რომელთა გაკეთებაც ექიმის დანიშნულებით მოხდება.

 

რაც შეეხება შვეიცარიას, ტესტი უფასო იქნება მხოლოდ 16 წლამდე მოქალაქეებისთვის. ასევე მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა და ვისაც ვაქცინის გაკეთება ექიმის მიერ აქვს აკრძალული.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X