21:27 | 2021-08-10 ავტორი: Prime Time

გერმანიაში კორონავირუსზე უფასო ტესტების ჩატარება შეწყდება – გაიგეთ მიზეზი

გერმანიაში კორონავირუსზე უფასო ტესტების ჩატარება შეწყდება – გაიგეთ მიზეზი

ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 11 ოქტომბრიდან გერმანიაში კორონავირუსზე უფასო ტესტების ჩატარება შეწყდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურმა მთავრობამ და რეგიონის ხელმძღვანელებმა მიიღეს.

 

თუმცა, უფასო ტესტები ძალაში დარჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო ვაქცინაციის გავლა არ შეუძლიათ, ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.

 

გერმანიაში ტესტები ყველასთვის უფასო მიმდინარე წლის მარტში გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 55% სრულად აცრილია, ვაქცინაციის ტემპი შენელდა.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X