00:36 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

გერმანიაში მხარის ფინანსთა მინისტრის სავარაუდო თვითმკვლელობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ

გერმანიაში მხარის ფინანსთა მინისტრის სავარაუდო თვითმკვლელობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ

გერმანიაში, ერთ-ერთი მხარის ფინანსთა მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც უცხოური მედია იუწყება, პოლიცია ეჭვობს, რომ 54 წლის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა. ცხედარი მატარებლის ლიანდაგზე იპოვეს.

 

მხარის გუბერნატორის ფოლკერ ბუფეს თქმით, მინისტრის სიკვდილი ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.

 

გუბერნატორი ამბობს, რომ „მინისტრი განსაკუთრებით დარდობდა და შეშფოთებული იყო, შეძლებდა თუ არა ის მოსახლეობის ნდობის გამართლებას, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათთვის დახმარება გაეწია“

 

თავდაპირველად, სხეულის მძიმე დაზიანების გამო მინისტრის ამოცნობა გართულდა.

 

როგორც ერთ-ერთი გერმანული გამოცემა იუწყება, მინისტრმა გარდაცვალებამდე ჩანაწერი დატოვა.

 

იგი თითქმის 10 წლის განმავლობაში იკავებდა მხარის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.

 

ამავე თემაზე:   გერმანიის ერთ-ერთი მხარის ფინანსთა მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

ავტორი: Prime Time

X