
გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
უწყების განმარტებით, ემიგრანტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ემიგრანტისა და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით, აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე, გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
























