10:22 | 2020-03-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

გერმანიაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

გერმანიაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

გერმანიაში კორონავირუსის გავრცლების გამო ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს.

 

როგორც უცხოური მედია იუწყება, აკრძალვა გავრცელდება საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის გარდა არსებულ სივრცეებში. შეზღუდვა იმოქმედებს ორი კვირის განმავლობაში.

 

ამ დროისთვის გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 ათასს აღწევს. გარდაცვლილთა რიცხვი კი 92-ია.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X