
გერმანიაში სამოყვარულო ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატში კურიოზული შემთხვევა მოხდა.
ტურნირის ერთ-ერთ მატჩში „რიპდორფ/მოლზენ II“ „ჰოლდენშტედტ II“-ს სოციალური დისტანციის დაცვით ეთამაშა, რის გამოც კურიოზული ანგარიშით, 37:0 დამარცხდა. ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
მიზეზი მეტოქე გუნდის ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი გახდა. „რიპდორფ/მოლზენ II“-ის ფეხბურთელები მატჩის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
„ჰოლდენშტედტის“ მესვეურებმა განმარტეს, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იყვნენ გადასულები, დანარჩენ ფეხბურთელებს კი ტესტირება ჩაუტარდათ, რამაც ვირუსზე ნეგატიური პასუხი აჩვენა.























