19:45 | 2020-03-26 ავტორი: თამარ გონგაძე

გერმანიიდან დაბრუნებული “შინდისის” პროდიუსერის ტესტის პასუხი ცნობილია

გერმანიიდან დაბრუნებული “შინდისის” პროდიუსერის ტესტის პასუხი ცნობილია

პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რომელიც გერმანიიდან 28 თებერვალს ჩამოვიდა, გუშინ ყელის ტკივილითა და ტემპერატურით ამბროლაურიდან სპეცეკიპირებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ყველა საჭირო ანალიზის აღებასთან ერთად “შინდისის” პროდიუსერს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს და რვა საათში მოვიდა პასუხიც.

 

ვოვას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.”პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა ამბროლაურშია და ანგინას მკურნალობს.

 

ვოვა კაჭარავა: – ამბროლაურში ოჯახთან ერთად ჩამოვედი. თბილისიდან ბევრი ოჯახია ჩამოსული… ყელი ამტკივდა, სიცხემ ამიწია… კორონავირუსი რუსეთში მცხოვრებმა მეგობარმა გადაიტანა და ვკითხე, როგორ დაგეწყო-მეთქი. ყელი და თავი მტკიოდა, სიცხე ამიწიაო.

 

მაშინვე წამოვხტი, ცხელ ხაზზე დავრეკე და გაესინჯეო, მითხრეს. როგორც მეცვა ისევე გავქანდი ფილტვების გასასინჯად.

 

გამოიძახეს ეპიდემოლოგები, შემიშვის ცალკე ოთახში, ამიღეს სინჯი, შემფუთეს სპეციალური აღჭურვილობით და ქუთაისში გადამიყვანეს, სადაც ამიღეს ნაცხი, ჩამიტარეს ტესტირება, სისხლის ანალიზი და რვა საათში მოვიდა უარყოფითი პასუხი.

 

ამასობაში ამბროლაურში ჩემი ოჯახი კარანტინში მოაქციეს. იქ უცებ გავარდა ჭორები, თბილისიდან ჩამოსული კორონავირუსიანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანესო.

 

სანამ ტესტის პასუხი მოვიდოდა, რას ფიქრობდი?

 

– ვფიქრობდი, ოჯახის წევრებს ხომ არ გადავდე-მეთქი? მერე მოედებოდა ამბროლაურს. ბევრი ხალხია ჩამოსული. ველოდებით ამ პერიოდის გადავლას… ეზოში გამოვდივართ და იზოლაციას ვერ ვგრძნობთ.

ვლადიმერ კაჭარავა გახლავთ პროდიუსერი ფილმებისა: “დე დე”, “მზის გოგონები” “მძევლები”, “შინდისი”…

ავტორი: თამარ გონგაძე

X