23:12 | 2020-03-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გერმანიიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ გურჯაანში თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კარანტინში გადაიყვანეს

გერმანიიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ გურჯაანში თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კარანტინში გადაიყვანეს

გერმანიიდან დაბრუნებული მოქალაქე, რომელმაც დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაჰყავთ.

 

კარანტინში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია.

 

ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა.

 

„მას შემდეგ, რაც გერმანია რისკ-ჯგუფის ქვეყნად გამოცხადდა, მას უბნის ექიმმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა. ამის მიუხედავად, მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში კონსულტაციაზე მივიდა. მას ადგილზე შესაბამისი მომსახურება არ გაეწია და სახლში პოლიციის ჩარევის შედეგად დააბრუნეს სახლში. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქე, სახლში, ოჯახის წევრებსა და მეზობლების გარემოცვაში იმყოფებოდა. ახალი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

ამ წუთებში, გურჯაანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ელოდებიან, რომელიც მამაკაცს კარანტინში გადაიყვანს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X