
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი გამოწვევების ფონზე, ნატომ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ მზად არის სამხედრო ხასიათის ზომებისთვის.
„არავის უნდა მოუვიდეს თავში ნატოს პარტნიორზე თავდასხმის აზრი“, – განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.






















