22:27 | 2021-04-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“გევედრებით, არ მითხრათ, რომ ქმარი მომიკვდა!!! არა!!!” – ზურაბ რთველიაშვილის ცოლი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

“გევედრებით, არ მითხრათ, რომ ქმარი მომიკვდა!!! არა!!!” – ზურაბ რთველიაშვილის ცოლი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

პოეტ ზურაბ რთველიაშვილს შაბათს, ქაშუეთის ეკლესიიდან 14 საათზე გამოასვენებენ და მახათას მთაზე მდებარე ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

 

პოეტი ავად გახდომის შემდეგ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. 27 მარტს თრომბით აღმოჩნდა კლინიკაში, გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ღვიძლის მძიმე ფორმის სიმსივნე ჰქონდა.

 

იყო შემართებით, შვედეთში სამკურნალოდ გამგზავრებაც სურდა, თუმცა…

 

მეუღლე ნინო ამირეჯიბი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ზურას მასთან პატარა გიორგი დარჩა…

 

ნინო ამირეჯიბი: – მშვიდობით, ჩემო ყველაზე დიდო მასწავლებელო, შეყვარებულო და მეუღლევ ჩემო! ყველაზე მაგიურო, გენიალურო არტისტო! შენი ამ ქვეყნიდან გასვლაც ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ პერფორმანსის ნაწილია. ახლა უკვე, როცა სახლში შენი უახლოესი მეგობრები შენთან გატარებულ ლამაზ დღეებს იხსენებენ, თბილისის ზეცაც ტირის შენს მარადიულობაში გადასვლას.

 

2021-04-20"დაუსრულებელი, ჩემთვის ჯერ ვერ მოძღვნილი ლექსი უნდა გამოვუქვეყნო..."- ზურაბ რთველიაშვილის ცოლი პოეტის უცნობ ლექსს ასაჯაროვებს

 

კარლო კაჭარავას სიტყვები მიტრიალებს მთელი დღე თავში: “ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებელია კარგად დამთავრებულიყო”.

 

მადლობა, რომ მე ამირჩიე, მადლობა, რომ შენი ცოლობის ღირსეული პატივი მარგუნე საუკუნოდ. მადლობა, რომ ყველა ბანალური დღეები დღესასწაულად მიქციე.

 

გევედრებით, არ მითხრათ, რომ ქმარი მომიკვდა!!! არა!!! ზურა უკვდავია! ის გავიდა, გავიდა დროებით, ამ უაზრო დედამიწიდან უკეთეს სამყაროში, სადაც დამიცდის იქამდე, სანამ ისევ მოვალთ სხვა სხეულებით, სხვა სახით და იგივე გრძნობით! იქამდე კი დროებით! და მომავალ შეხვედრამდე!

 

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი

 

ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით. 1990-იან წლებში დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად მართავდა პოეტურ შოუებს, პერფომანსებს.

 

მისი ყველაზე ცნობილი ლექსებია: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა.

 

2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა

ავტორი: თამარ გონგაძე

X