21:42 | 2021-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ თაღლითებმა თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც მათ Facebook-ის საშუალებით მოიპოვეს

რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ თაღლითებმა თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც მათ Facebook-ის საშუალებით მოიპოვეს

ფეისბუქი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. სოციალური პლატფორმის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ფორუმზე გაავრცელეს. საუბარია 106 ქვეყანაზე. მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდან.

 

ამ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერებისთის ხელმისაწვდომია.

 

 

Video: მწვანე კონცხზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
2021-04-04Video: მწვანე კონცხზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 

ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია, პროფესია, ჰაკერებმა ფეისბუქიდან მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაცია მიითვისეს.

 

 

რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ ჰაკერებმა ის ინფორმაცია, რომელიც მათ არალეგალურად, არაკანონიერი გზით მოიპოვეს? სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში ყველაზე გავრცელებული ფორმა ე.წ. სოციალური ინჟინერიაა, ანუ სხვადასხვა ფორმით განხორციელებული კიბერდანაშაული.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X