
“ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს, რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ობიექტური პოზიცია დაიკავა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული – თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები. როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ტვ პირველის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























